LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს ყიდის

418
http___cdn.cnn_.com_cnnnext_dam_assets_181221114321-ryan-koopmans-tskaltubo-5

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზება სასტუმროს გახსნის მიზნით განიხილება. ამასთან, საპრივატიზებო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესებების საფუძველზე მოხდება.

ყოფილი სანატორიუმების საპრივატიზებო ღირებულება 2018 წლის შეფასებების მიხედვით ასეთია: სანატორიუმი „იმერეთის“, საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარია, პანსიონატი „სავანე“ – 2 058 000 , სტალინის აგარაკი, სანატორიუმი „წყალტუბო“- 8 457 000 ლარი , სანატორიუმი „ფილიალი“ – 1 969 100 ლარი , სანატორიუმი „მეგობრობა“ – 5 232 300 ლარი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში იმასაც განმარტავენ, თუ რატომ უნდა დაინტერესდეთ წყალტუბოში ინვესტირებით.

„უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე ისტორიული მნიშვნელობის თერმული წყაროებით, რასაც მისი ბუნებრივი და კლიმატური ფაქტორები განაპირობებს. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც აუცილებელს ხდის ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრებას.

ბრენდიწყალტუბოწლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დსთ წევრი ქვეყნების 300 მილიონიან ბაზარზე.

რეგიონში მდებარეობს ისეთი ტურისტულად პოპულარული სანახაობები, როგორიცაა: სათაფლიის ნაკრძალი და პრომეთეს მღვიმე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან წყალტუბომდე სამანქანო გზას მხოლოდ 20 წუთი ჭირდება. 2018 წელს აეროპორტის მგზავრთნაკადმა 617 000-ს გადააჭარბა“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები