LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში სანატორიუმებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

569
Tskaltubo-60

წყალტუბოში სანატორიუმებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსები მიენიჭა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ პაატა გაფრინდაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ობიექტების შესახებ ინფორმაცია მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში აისახება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსები მიენიჭა არა მხოლოდ სანატორიუმებს, არამედ წყალტუბოში მდებარე სხვა ობიექტებსაც.

ამ ობიექტების ჩამონათვალი ასეთია: სანატორიუმი „ივერია“; სანატორიუმი „გელათი“; სანატორიუმი „იმერეთი“; სანატორიუმი „მედეა“; სანატორიუმი „მეტალურგი“; წყალტუბოს №6 წყაროს შენობა; წყალტუბოს №8 აბაზანა; წყალტუბოს კრინიგზის შენობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები