LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს ყველა სანატორიუმი, 15 ნგრევადი შენობა, რომლებშიც დევნილები ცხოვრობდნენ – დაიხურება

190
დდდ

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმების შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი კი ორი კვირის წინ განსახლდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული 420 ოჯახი ახალ ბინებში გადავა, ყველა სანატორიუმი, 15 ნგრევადი შენობა, რომლებშიც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება.

„დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა, ბოლო წლების განმავლობაში, არა ერთი აღწერა ჩაატარეს და ადგილზე რეალურად მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები შეისწავლეს. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები სანატორიუმებში ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები