LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ გასართობ ბიზნესს, შესაძლოა, საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება მისცეს: „არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციები“

119
image-content-24533944-20181130151055

არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მან საახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. შესაბამისად, ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მეორეს მხრივ, მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, რომ საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g