LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გადასახადი გააძვირა

220
00ef16a13698f79d326628e60da7e7e2_XL

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი გააძვირა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თუ აქამდე თითოეული ტრაილერი ამ მოსაკრებლისთვის 200 ლარს იხდიდა, 2022 წლის 20 ივნისიდან გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარი ეღირება.

„განისაზღვროს გზათსარგებლობის საფასური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას – ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 350 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, გზათსარგებლობის საფასური არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g