LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ, შესაძლოა, სასურსათო პროდუქტების ფასის ზრდა კვლავ დაასუბსიდიროს

84
16996982-1581705681857528-1535361031-n

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის ზრდა კვლავ დააზღვიოს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი და კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, მთავრობას საბაზრო პროცესის დაბალანსება მოუხდეს.

„თუ დავინახავთ კრიტიკულ საჭიროებას, შესაძლოა, ისეთი ინტერვენცია მოგვიწიოს, რომელიც ამ საბაზრო პროცესებს დააბალანსებს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების და სწორ დროს გადადგმა. ვნახოთ ლარის კურსიც როგორ წარიმართება, ძალიან დიდია საგარეო ფაქტორი, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ფაქტორებსაც. სიტუაციიდან გამომდინარე მოგვიწევს მოქმედება. ვფიქრობ, სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით გააკეთებს რეაგირებას მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. შესაძლებლობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g