LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ წყალტუბოში 2 სანატორიუმი გაყიდა

203
წყალტუბო-ყოფილი-სანატორიუმი-მედეა

წყალტუბოს ,,ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან მთავრობამ მხოლოდ 2 სანატორიუმი, კერძოდ- ,,მედეა“და ,,თბილისი” გაყიდა.

პირობიანი აუქციონის შედეგების მიხედვით, სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. პირველ ჯერზე, დანარჩენი 12 სანატორიუმის აუქციონი ჩავარდა.

ცნობისთვის, აუქციონი ქონების ეროვნულმა სააგენტომ 6 ივლისს გამოაცხადა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g