LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავრობას არ შეუთანხმა უცხოეთში წასვლაო..“ საყიდლებზე ხომ არ წავიდა? სალომე ზურაბიშვილს მეც ზღვარგადასულად ვაკრიტიკებდი.. ამის გამო ბოდიშიც მომიხდია..“ – ალეკო ელისაშვილი

197
Untitled design (49)

„არასოდეს თქვა არასოდეს..  წლების წინ სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს მას ზღვარგადასულად ვაკრიტიკებდი და თქვენ ჩემო ბატონო პრინციპული არჩევანიო გვეუბნებოდით,“ – ამის შესახებ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოსმენის დროს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მე მისი კრიტიკის გამო ბოდიში მომიხდია და კიდევ მოვიხდი..

მერე რას აპირებთ, როდესაც კენჭისყრის შემდეგ პროცესი ჩავარდება და სალომე ზურაბიშვილი ამ დარბაზიდან თავაწეული და გამარჯვებული გავა.

რატომ წამოიწყეთ ეს ყველაფერი თუ ასე უნდა დასრულებულიყო?

ბევრჯერ არ მომხდარა, როდესაც კომიტეტის სხდომიდან წავსულვარ სახლში.. ფეხით რომ მივდიოდი, დაღლილი,  იშვიათად ყოფილა, რომ თვალს ვუსწორებდი ხალხს და ჩუმად ვეუბნებოდი: დღეს ხალხისთვის ძალიან კარგად გავისარჯე და ზუსტად იმაზე ვმუშაობდით რაშიც ხელფასს ვიღებთ..

დღეს ეს ყველაფერი რა საჭიროა, ქვეყანაში სხვა პრობლემა არაა? ერთი თვეა ამაზე გვაქვს მთელი ძალა და ენერგია..

„მთავრობას არ შეუთანხმა უცხოეთში წასვლაო“.. საყიდლებზე ხომ არ წავიდა? წავიდა მაკრონთან და შოლცთან შესახვედრად.. მე ასე ვიცი.

თუ ხალხთან კონტაქტი გაკლიათ, წამოდით, ფეხით ვიაროთ და გაიგებთ ხალხს რეალურად რა სურს,“– აღნიშნა ელისაშვილმა.

ასევე იხილეთ:

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი „ოცნებას“: „დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება.. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული“

„ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად.. მან შეიწყალა კრიმინალები“ – ირაკლი კობახიძე

ხვიჩია: „მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“ – რატომ გააკეთეთ ეს, რას ერჩოდით ქართველ ხალხს?“

ირაკლი კობახიძე აქუბარდიას: „უზრდელობა არ გეპატიება.. მით უმეტეს „ნაციონალს“ – გაჩუმდი თეონა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები