LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას სამი სამაშველო ვერტმფრენის ყიდვა €27 მილიონი დაუჯდება

133
ვერტმფრენიხანძარი

მთავრობას ახალი სამაშველო ვერტმფრენების შეძენა 27 მილიონი ევრო, ანუ 74 მილიონი ლარი დაუჯდება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტი ვერტმფრენის შესაძენად ავანსს წელსვე გასცემს, ხოლო ხომალდების მიღებისას დარჩენილ საფასურსაც დაფარავს. 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიხედვით, უშუალოდ წელს ამ მიმართულებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“ვერტმფრენზე ავანსის გაცემა მოგვიწევს წელს და შემდგომ უკვე მოწოდების მიხედვით იქნება გადახდები. რაც შეეხება თანხას, სამი ვერტმფრენის ღირებულება არის დაახლოებით 27 მილიონი ევრო და ამ თანხის გარკვეული ნაწილის გადახდა ხდება წელს. ის რაც ეხება ძველ ნაყიდ ხომალდს, ის განსხვავებით ამ კონტრაქტისგან საიდუმლო კონტრაქტით იყო და მე არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება რომ იმ კონტრაქტის ღირებულება ვთქვა, სესხი იქნა აღებული ამ ვერტმფრენის ყიდვისთვის, ზუსტი თანხა არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა იყო. იქ ორი ვერტმფენი იყო და არცერთი იყო სამაშველო დანიშნულების,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g