ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელის მეშვეობით მთავრობას მიმართავს და წერს, რომ ისინი ხალხის რეალურ პრობლემებს აცდენილები აირან.
როგორც ინგა გრიგოლია წერს, ის ლილოს ბაზრობაზე იყო, საიდანაც მთავრობასთან “მოკითხვა”დააბარეს.
“პატივცემულო მთავრობავ, ლილოს ბაზრობიდან გამყიდველებმა დამაბარეს მოკითხვა თქვენთან, თავზე რომ ჩამოექცათ ყველაფერი და აღარ იციან, როგორ დაფარონ ვალები…
მე რომ არ გადმოგცეთ (ცოტა მეუხერხულება ამ „მოკითხვის“ გადმოცემა, საჯარო სივრცეა აქ მაინც), შეისეირნეთ და თავად მიხვდებით, როგორ ხართ აცდენილი ხალხის რეალურ პრობლემებს, ლარით,ფასებით, რეგულაციებით და ასე შემდეგ,” – წერს ინგა გრიგოლია.