LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაცია: „პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბს გურიის რეგიონში ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენისთვის კონკრეტული მითითებები მისცა“

114
გურია - შტაბი - ირაკლი კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით  ღამის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.

„ერთი ადამიანიც კი არ რჩება უყურადღებოდ“ – ლაშა ტალახაძე იმერეთში დიდთოვლობაზე

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა.

„გრძელდება საგანგებო რეჟიმში მუშაობა, მობილიზებულია სპეცტექნიკა, შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

„მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ურთულეს რელიეფურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“ – აცხადებენ უყებაში.

ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგებისა და კომუნალური სერვისების მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და შტაბის წევრებს კონკრეტული მითითებები მისცა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შემოვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში  – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია.

სოფლის ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზე მიეწოდებათ მედიკამენტები.

მოსახლეობის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის ძალები და სასწრაფო დახმარების 120-ზე მეტი ბრიგადა.

„ამ წუთის მონაცემებით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი სურების მხარე, ეს იქნება: ვანი, შუა სურები, ზემო სურები – იქ მყოფი ადამიანები ითხოვენ შველას“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული…

Posted by საქართველოს მთავრობა on Thursday 27 February 2025
magti 5g