LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის გადაწყვეტილება, “ესტონური მოდელი” არ გავრცელდეს ბანკებზე, შეცდომაა –  ლაშა პაპაშვილი

140
ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ის, რომ “ესტონური მოდელი” ბანკებზე არ გავრცელდება, შეცდომაა. კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი არ იზიარებს მთავრობის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს მიდგომა მოქალაქეებზე აისახება.

„ეს საბანკო სექტორს არ მოემატა, ხალხს მოემატა. ამ 20%-ს მხოლოდ ბანკი კი არა, მთელი საქართველო გადაიხდის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამის დაწესება ნაადრევი იყო,“ – აცხადებს პაპაშვილი.

"ნამდვილად არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზრდებოდა" - ვახტანგ ბუცხრიკიძე

„რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში, ავუხსნათ ეს ჩვენს ინვესტორებს“.

შეგახსენებთ, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.

აღნიშნული მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. რამდენიმე კვირის წინ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები ე.წ. ესტონურ მოდელზე 2023 წელსაც არ გადავიდოდნენ.

მისი თქმით, ეს გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი მოგება აქვთ.

წყარო: “ბიზნესპარტნიორი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g