მთავრობის კანცელარიასთან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განხორციელდა.
უწყების ცნობით, ორივე მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.