LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის მიერ განხორიცელებული რომელი რეფორმები შეფასდა დადებითად?

594

მსოფლიოს ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე,  რომელიც მსოფლიო ბანკის “Doing Business 2017”-ის კვლევას მიეძღვნა, ის რეფორმები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელდა და დადებითად შეფასდა.

ამ რეფორმებს შორის მოხვდა:

ქონების რეგისტრაცია, როდესაც გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით; აგრეთვე მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა – საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ასევე ვაჭრობა საზღვრებს შორის– ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.

გადასახადების გადახდა – ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.

ელექტროენერგიით მომარაგება – გაუმჯობესდა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის  ხანგრძლივობის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის  სიხშირის დადგენილ ნორმაზ გადაჭარბებისთვის. ასევე გაუმჯობესდა მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილი  გათიშვის შესახებ.

„საქართველო ევროპის ყველა ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა, რითაც ძალიან ვამაყობთ. მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იყენებს ჩვენი ანგარიშის მონაცემებს. მათ შორის, ქვეყნების კერძო სექტორიც, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. ვთხოვ მთავრობას, არ შეჩერდეს რეფორმების გზაზე“, – განაცხადა მერსი ტემბონმა.

აღნიშნული კვლევით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. რეიტინგის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე  ქვეყნებს შორის – მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც  მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები