მთაწმინდაზე ცესკო-მ ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირა.
შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ სიების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, ცესკო-ს სიაში ფაქტობრივ მისამართად იუსტიცის სახლის მიმდებარე “ბუჩქის ძირას” აქვს მითითებული. უცნობია, კონკრეტულად რომელი ბუჩქის ძირს არის რეგისტრირებული მოქალაქე გიორგი ნ.
თავდაპირველად ინფორმაცია ამის შეახებ სოციალური ქსელით გავრცელდა. „რუსთავი 2″-მა ეს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე სიაში მოქალაქე ბუჩქის ძირას არის რეგისტრირებული.