23 დეკემბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის მეორე ფესტივალზე გიწვევთ.
ღონისძიებაში, რომელსაც მთაწმინდაზე კლუბი „ანდერვილი“ უმასპინძლებს, მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.