LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში ”პირველი ზარი” გაიმართება

566

მთაწმინდის პარკში,  სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ”პირველი ზარის” საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიება წელს უკვე მეორედ ტარდება. მათივე ინფორმაციით, პარკის მთავარ მოედანზე განთავსებული სცენა დაიტვირთება სხვადასხვა გასართობი სანახაობით.

”სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ჩაერთონ აქტივობებში. გაიმართება: კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრებები და გათამაშებები. ასევე, მოეწყობა წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის ყიდვა-გაყიდვა”, -განაცხადეს მთაწმინდის პარკში.

მათივე ცნობით,  ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები