მთაწმინდის პარკისა და ანა მიქაძის ორგანიზებით, 4 ივნისს ყველის ფესტივალი გაიმართება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, სტუმრებს, ტრადიციულად წელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ყველის მწარმოებლები უმასპინძლებენ, რომლებიც ყველის ნაირსახეობებს წარმოადგენენ.
მთაწმინდის პარკში მრავალფეროვან პროდუქტს გამოფენენ ყველის მწარმოებელი კომპანიებიც.
ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი „ფემილი“ გააფორმებს.