LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის რაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა, რომელზეც 680 ათასი ლარია გამოყოფილი

58
ipiccy_image

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 5 000 კვ. მ ფართობზე განთავსდება საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა.

სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება და ახალი ნარგავებიც გაშენდება.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები