LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი მთაწმინდაზე – დაშავდა ერთი ადამიანი

230
ხანძარი მთაწმინდაზე

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა ასაკოვანი ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

„ფორტუნა“ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ცდილობს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები