LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის საბაგირო აღდგება: განახლებული პროექტი უკვე მზადაა

155
FORTUNA.GE (74)

დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, ქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. ერთ-ერთია მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობა.

კახა კალაძე:

”საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ შეჩერდა, რადგან გარკვეული პრობლემები არსებობდა. ჩვენ თანმიმდევრულად შევუდექით ახალი პროექტის განხორციელებას. მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია და შეგვიძლია უკვე გამოვაცხადოთ ტენდერი. პროექტი უკვე მზად გვაქვს. საბოლოოდ დასრულებას კი 1.5-2 წელიწადი დასჭირდება. რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონია”.

მთაწმინდის საბაგირომ ფუნქციონირება 1990 წელს შეწყვიტა. საბაგიროს აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები