LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი “ბაღნობა” ნათიეს ლოგინში გავატარე, სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი…გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ” – გივიკო დიდია

267
BeFunky-collage - 2023-02-05T013026.378

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ბებიის ფოტოს აქვეყნებს და მას ემოციურ პოსტს უძღვნის.

“ახლა შენი ჩახუტება მომარჩენდა“ – მთელი “ ბაღნობა “ ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა, მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ მოყოლილ ზღაპარს ისე მიყვებოდა , თითქოს პირველად ჰყვებაო.

მეც ისე გავიტრუნებოდი, ვითომ პირველად ვისმენდი. ბოლოს ვეუბნებოდი, მაი ზღაპარი ვიცოდი-თქო და მებუტებოდა აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო. ვეუბნებოდი, შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო.

შენ რომ მიყვარხარ, ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო.  გეიცინებდა და მეტყოდა – “ ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება ნენა“

პ.ს თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს. კიდევ იმასაც მიხვდება, რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა. გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ”, – წერს გივიკო დიდია.

გივიკო დიდია: „თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან, პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა, სითბო და სიყვარული.. ეს გოგო იმსახურებს, რაც დათესა იმას იმკის“

გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება

“დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან…გეფერებით ყველა გულნატკენ დედას, ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ” – რას წერს გივიკო დიდია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g