LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ცხოვრება უნდა ვეცადოთ ცოდვებისგან განწმენდას და გარდაცვალებისთვის მომზადებას – მეუფე შიო

70
shio

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა დღევანდელი დღე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ღვთიმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

„დღევანდელი დღე გვეუბნება, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ღვთისმშობლის მთავარი მოწოდება არის უფლის სიტყვების აღსრულება.

“ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავ დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ. რა მცნებები, რა ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მან თქვა, რომ ყოველ სიტყვას მისი ძის, იესო ქრისტესი გულში იმარხავს. მისი უმთავრესი ცნება არის ის, რომ ჩვენ აღვასრულოთ ის, რასაც უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს, ეს არის მისი ცნებები და ცხოვრების გზა. ეს არის ორი მთავარი მაგალითი, რომელიც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გულში ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს ყველაფერს და აღვასრულოთ მისი ცნებები.

ჩვენ სახარებას ხშირად ვკითხულობთ. ხან ერთი მონაკვეთი იმოქმედებს ჩვენზე, ხან მეორე. ეს ყოველთვის განახლებადია. ეს ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ უფალი ამ სიტყვებით ჩვენ მოგვმართავს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის ცნებებს, მის სიტყვას, ვეცადოთ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან, იმისთვის, რომ მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. დღევანდელი დღე გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს არის ნიშანი, რომ განსაკუთრებით მფარველობს ჩვენ ქვეყანას. უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გადარჩენა და გამრავლება. ამინ!” – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g