თეა გვასალიას ქალიშვილი, ელენე ბეჟანიძე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მაგისტრატურაში მიიღეს. ელენე პროფესიით ფინანისტია, მისი დედა კი ქალიშვილის მიღწეული წარმატებებით ამაყობს და წერს:
„შეშინებული ელენე რომ მიმყავდა პირველ კლასში, ხელით რომ მანიშნებდა, შენ აქ დარჩიო და მომდევნო სამი წელი ცრემლიანი თვალებით მხვდებოდა მის გამოსაყვანად ყველა მშობელზე ადრე მისულს, იმას წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ საყვარელ „ეკზიუპერს“ ოქროს მედლით დაამთავრებდა, ფრანგულში C2 -ის სერტიფიკატს აიღებდა, ინგლისურს მშობლიურივით ისწავლიდა, ISET-ის მესამე კურსიდან lTBC Capital-ში აიყვანდნენ ფინანსურ ანალიტიკოსად და ესეც რომ ეცოტავებოდა, GRE-ს გამოცდებს უმაღლესი ქულით ჩააბარებდა და მსოფლიოს ყველა ტოპ უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიიღებდნენ, სადაც კი მოთხოვნას გააგზავნიდა?!
მიღებასაც ხომ გააჩნია, ერთ გასაუბრებაზე გუგლის ფინანსურმა დირექტორმა (შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ თანამდებობას) უთხრა, ჩემ თავს მაგონებ ახალგაზრდობაშიო, JP Morgan-ის ასევე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, რაღაც ქეისი მისცა გასარჩევად და ამის პასუხი რომ მოისმინა, ამ პრობლემის ასეთი ორიგინალური გადაწყვეტა პირველად ვნახეო.
და მე რომ მეგონა, ერთი-ორი უნივერსიტეტიდან მოვა თანხმობა-მეთქი, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიიღეს დიდი ზარ-ზეიმით:
ამერიკა: Duke.
Carnegie Mellon
ინგლისი: London Business School.
King’s College London University.
College London
ევროპა: HEC Paris
INSEAD
Bocconi
და რაც მთავარია, ლონდონის ეკონომიკრმა სკოლამ London School of Economics (LSE), სადაც წელს 6,6% იყო მიღება და როგორ არ ვიამაყო, ამ 6 პროცენტში, მთელი მსოფლიოდან რომ ცდილობდნენ საუკეთესო ეკონომისტები და ფინანსისტები მოხვედრას, ჩემი 22 წლის შვილი, ქართველი გოგო რომ მოხვდა.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება LSE-ს დამთავრების შემდეგ ელენეს საქართველოში დაბრუნებაა. იქამდე ვიღებ მოლოცვებს!..“
