LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ შეიძლება, რომ ასეთი პატარა ქვეყანა დაიცალოს… 90-იანებში საქართველოში დავბრუნდი და არ მიკითხავს, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. ჩემი გასაკეთებელი ხომ გავაკეთე?“ – რატომ თქვა ემიგრაციაზე უარი თეა გვასალიამ

137
page

მთაგრმნელი და ტელესახე თეა გვასალია UG art პოდკასტში საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება წლების წინ ემიგრაციიდან:

„არ შეიძლება, რომ ასეთი პატარა ქვეყანა დაიცალოს… მე ასე ვფიქრობ. 90-იანებში რომ დაბრუნდები კაცი… ნამდვილად არ ჩამომიყვანა პატრიოტულმა გრძნობებმა, დედის გამო ჩამოვედი, რომელსაც გული აწუხებდა და სხვაგან ვერ მოვისვენებდი. რა უნდა მეკეთებინა? მაგრამ ხომ გავაკეთე მაინც ჩემი გასაკეთებელი? ტელევიზიაშიც გავაკეთე… წიგნებიც ვთარგმნე, სახელმძღვანელოებიც დავწერე, ესპანურს ვასწავლი. აუ, მე რა მინდოდა საქართველოში 90-იანებში, ეს არ მითქვამს. რადგან ჩამოვედი, ვეცადე, ჩემი გასაკეთებელი გამეკეთებინა. ბევრად უფრო უკეთესად ვიქნებოდი იქ ფინანსურად, მაგრამ არც ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ჩამოვედი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები