LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ქრისტიანობის ისტორია არის, ბრძოლის და გამბედაობის! ეკლესიაც და ქვეყანაც დღემდე აზრიანმა თავგანწირვამ მოგვიტანა: დედა სიდონია

83
272299788-314280657272372-7571652684311423509-n (2)

“დაბნეულობის ჟამს შესახსენებელი”, – ამ სათაურით დედა სიდონია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“დაბნეულობის ჟამს შესახსენებელი!

მთელი ქრისტიანობის ისტორია არის, ბრძოლის და გამბედაობის!

ეკლესიაც და ქვეყანაც დღემდე აზრიანმა(!) თავგანწირვამ მოგვიტანა.

ის წმინდანები, რომელთა სახელებზეც ვლოცულობთ – წმინდა გიორგი, წმინდა მოწამე დედოფალი ქეთევანი, ასი ათასობით მოწამე, გარეჯელი ბერები და სხვა, სინათლესთან ბრძოლამ გააბრწყინვა!

პირდაპირი მნიშვნელობით ქრისტიანობის და ბოროტების ომია დღეს უკრაინაში! იბომბება ეკლესიები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები!

ანუ, გადაწვა, გაანადგურა ქვეყანა და ჩვენ გულგრილად ვუყუროთ მოძმე ერის ტრაგედიას იმ ლოგიკით რომ ხახაში არ ჩაუვარდეთ?

ეს დიპლომატია კი არა, პანიკური შიშის ლოგიკაა!

მსოფლიო ისტორიაში, არც ერთი იმპერია არ ყოფილა უძლეველი, და, არც ეს იქნება!

გგონიათ თუ ჩუმად ვიქნებით – დაგვინდობს? არ იციან მაგათ მეგობრობა, ან ბატონია ან – მონა!

ახლა, სასოწარკვეთის გავრცელება იგივე დანაშაულია, რაც ომისკენ მოწოდება!

ხოლო, როცა თავს გესხმიან, მოწოდებას აღარ ელოდები!

ვიყოთ გაბედული სინათლის და სიკეთის დაცვაში!”, –

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები