თავისუფლების მოედანზე აქცია, ლოზუნგით “არა ნაციზმს” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რუსთავიდან მსვლელობით წამოვიდნენ.
“არა მიშას”, “არა ნაციზმს”, არ გვინდა “ნაციონალური მოძრაობა” – საპროტესტო აქცია ამ შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
ტრიბუნიდან ხალხს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან- მოურავმა მიმართეს.
„საქართველო ქართველი ხალხის არის. ბოკერიები-სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და იცოდეს მან, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს.
კოაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა, თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ამ მანიკებისთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. არა წარსულში დაბრუნებას, წინ მომავლისკენ. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და გავაერთიანოთ. დიახ, აფხაზებსაც უნდა ველაპარაკოთ, ოსებს უნდა ველაპარაკოთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ, მოსკოვი იქნება, ბრიუსელი თუ სტრასბურგი, სოხუმშიც ჩავალ. ახლა ვამბობ ამას იმიტომ, რომ გაერთიანდეს ჩვენი პატარა ქვეყანა,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
აქციაზე იმყოფებიან, წინა რეჟიმის დროს, შვილმოკლული ახალგაზრდების მშობლებიც. მათ შორის ერთერთმა ია მეტრეველმა ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებით კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარია, უნდა აიკრძალოს.
„მთელი საქართველო შავებში გაახვიეს. ისევე, უნდა დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და აიკრძალოს, როგორც ფაშიზმი,“ – განაცხადა ია მეტრეველმა აქციაზე.
აქციაზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც. ცნობილმა ექიმმა ლადო კახაძემ, განაცხადა, რომ ამ შეკრებით დიაგნოზი დასმულია.
„ამაზე დიდი კონსილიუმი ჯერ არ შეკრებილა საქარველოში
დიაგნოზი დასმულია არა ძალადობას და დიაგნოზის დასმის შემდეგ საჭიროა მკურნალობა,“ – აღნიშნა კახაძემ.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.