უკრაინელმა სამხედროებმა რუს ჯარებს დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ წინსვლის საშუალება არ მისცეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს მტრის კოლონები, აღჭურვილობა და თვითონ მტერიც გაანადგურეს:
“დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიჩესლავის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ შეაჩერა მტრის კოლონები, რომლებიც ცდილობდნენ წინსვლას ბალაკლეადან დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ.
გაბედული ოპერაციის დროს, აღჭურვილობა და მტერი განადგურდა!” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: