ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამძებრო ოპერაციის ფარგლებში კიდევ 3 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა ჩატარდება.
ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონაში სულ 1 563 ცხედარია აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 9 ნოემბერს, რუსეთის შუამდგომლობით გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს.
დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო მისია განთავსდა.