LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტარბის საბაგიროს გამორთვის მიზეზების შესასწავლად „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” სამინისტროს შიდა აუდიტი ინსპექციას განახორციელებს: ეკონომიკის სამინისტრო

210
263811457-169-0-2898-2047-1280x0-80-0-0-b72af0459acddd4f17093b80527287e1

ბაკურიანში, მიტარბის საბაგიროს ავარიულად გამორთვის მიზეზების შესასწავლად „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება.

“2022 წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.

ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.

შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება.

ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული”,-აღნიშნულია განცხადებაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში დამსვენებლების საბაგიროდან ევაკუაცია დასრულდა. მაშველებმა საბაგიროდან 25 ადამიანი ჩამოიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g