LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მტკივა ის 60-80 ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ვკლავთ, ევროპაში ვერ შევალთ…წინ, ძვირფასებო, წინ, გამოქვაბულისკენ” – სოლომონ ნერგაძე

1071
BeFunky-collage (19)

იტალიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“კოვიდთან ქართველების მიერ დამარცხებული საქართველო…

მეცოდებაო, რომ ვთქვა, არ ვიქნები მთლად მართალი – უბრალოდ, მტკივა.

მტკივა ის 60-80 ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ვკლავთ.

ზვიად ტომარაძე კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით…

იმ 60-80 ადამიანს ვიღაც ორფეხმა ცხოველმა – ნიკოლოზ გვარამიას და თინა თოფურიას მიმდევარმა – რომელმაც უარყო პირბადე და უარყო აცრა, მიუტანა და გადადო ვირუსი…

არა, ვირუსი გაცილებით მეტს გადადო, მაგრამ სხვებმა გაუძლეს, ხოლო ამათ, ვისაც სხვა თანამდევი დაავადებები ჰქონდათ ვერ გაუძლეს…

სოსო მანჯავიძეც იცინის, იცინის, კვდება სიცილით…

აგერ ახლა, ბაღდათმა ორი ახალგაზრდა დაასაფლავა – ქრისტეს ტირილი იყო ბაღდათში – ოთხი შვილის მამა და ორი შვილის ანგელოსივით გოგონა.

ვიღაც ორფეხმა ცხოველმა, პირბადე და აცრა რომ უარჰყო, მიუტანა და გადადო ვირუსი…

ბექა ვარდოსანიძეც იცინის, იცინის, კვდება სიცილით…

დამარცხდა ქვეყანა ამ ხალხთან… შედეგი?!

60-80 დაღუპული დღეში.

ევროპაში ვერ შევალთ.

ჰიდროსადგურები არაო, გზა არაო (გონებაჩლუნგები ამბობენ, გზას თუ გავაკეთებთ ადვილად შემოვლენო რუსული ტანკები), აცრა და

პირბადე არაო…

წინ, ძვირფასებო, წინ, გამოქვაბულისკენ, ჭრაქისკენ, ჭრელ და შავტარიანი დანების და გულზე გადადნობილი ტყვიისკენ!…”, – წერს სოლომონ ნერგაძე.

ცნობისთვის, 6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 234, ხოლო გარდაიცვალა 63 ადამიანი.

„ახლა გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის” – დევი ტებიძე ვარაუდობს, რომ “ომიკრონის” შტამი ქვეყანაში 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები