LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტკივა მშობლების ტკივილი, როცა შვილი დასცინის მშობლებს, ასწავლის როგორ იცხოვრონ, იაზროვნონ და იარსებონ“ – რას წერს გია ჯაჯანიძე

161
BeFunky-collage - 2025-09-26T225407.142

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს გვიზიარებ, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხება.

„როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება.
დედის გული გამუდმებით ლოცულობს შვილზე.
ეს ლოცვა მთავრდება მაშინ, როცა შვილი უღირსად იქცევა.
მშობელს ჭკუა კი არ უნდა ასწავლო, როგორ მოიქცეს, მშობელს ხელი უნდა შეუწყო, მშვიდად რომ იცხოვროს.
შეუცნობელი საიდუმლოა მშობლების და შვილის ფენომენი.
უკიდეგანო სიყვარული, დარდი, მუდმივი ფიქრო.

საიდუმლოდ რჩება, რატომ ქრება შვილში მშობლების ამაგი, სიყვარული, რატომ იწყება ჯიბრი, შური, გამუდმებული საყვედური.
ზოგისთვის იმდენად უცხოა და დაუჯერებელი ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ასეთი შვილები.
უძირო, ღრმა თემას შევეხე, ვამთავრებ.
მტკივა მშობლების ტკივილი, როცა შვილი დასცინის მშობლებს, ასწავლის როგორ იცხოვრონ, იაზროვნონ და იარსებონ. ასეთ შვილებს არასოდეს უმართლებთ ცხოვრებაში.
მადლობა ჩემს შვილებს სიყვარულისთვის, გაგებისთვის, მოთმინებისთვის.
ყველას გისურვებთ, გაგინათოთ გონება უფალმა“, – წერს გია ჯაჯანიძე.

„ახალგაზრდებმა იციან, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იაზრებენ, რომ სიბერე ყველასთან მიდის, გააჩნია ვისთან როგორი“ – გია ჯაჯანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g