„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, UFC-ს ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციიის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველინ ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ილია თოფურია.
„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე