LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარში გადამხტარი მამაკაცი საპატრულო პოლიციამ გადაარჩინა [ვიდეო]

20180929003627374570643

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა, რაზეც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეაგირება მოახდინეს.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g