თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა სამი მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.