MTV Video Music Awards 2025-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.
საღამოს ტრიუმფატორი ლედი გაგა გახდა, მან გაიმარჯვა „წლის შემსრულებლის“, „საუკეთესო მხატვრული დადგმის“, „საუკეთესო რეჟისურის“ და „საუკეთესო ერთობლივი ნამუშევრის“ (Die With a Smile) ნომინაციებში.
სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები აგრეთვე გახდნენ: არიანა გრანდე, საბრინა კარპენტერი, Rose, Blackpink-ი და სხვები… „წლის ვიდეოდ“ არიანა გრანდეს Brighter days ahead დასახელდა.
საღამოზე პერფორმანსებით ლედი გაგა, Doja Cat, მერაია ქერი, რიკი მარტინი, ბასტა რაიმსი და სხვა ვარსკვლავები წარდგნენ.
აღსანიშნავია, რომ Aerosmith-მა და Yungblud-მა გარდაცვლილი ოზი ოსბორნის პატივსაცემად მისი ჰიტები შეასრულეს.