2026 წლის MTV Video Music Awards-ის გამართვის თარიღი და ლოკაცია ცნობილია.
გაირკვა, რომ ცერემონია 27 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ელ-ეი, 2017 წლის შემდეგ უმასპინძლებს.
როდის დასახელდებიან დაჯილდოების ნომინანტები, ვის გადაეცემათ სპეციალური პრემიები და ვინ წაიყვანს 43-ე შოუს, ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დეტალები აგვისტოს დასაწყისში გასაჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების შარშანდელ ტოპ ნომინანტად და გამარჯვებულად – ლედი გაგა მოგვევლინა, პრესტიჟული ჯილდოები მიენიჭათ მერაია ქერის, ბასტა რაიმსასა და რიკი მარტინს, სანახაობას კი, LL Cool J გაუძღვა.
26 წლის შემდეგ, რიკი მარტინი MTV Video Music Awards-ზე წარდგა – არტისტს საპატიო პრემია მიენიჭა