ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, რომელიც პარიზში გაიმართა მუცო დაჯილდოვდა. მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი -,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო გადაეცა.
სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტი 27 გამარჯვებულს შორის დასახელდა, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.
პროექტი კონკურსზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც.
პრემიერი მოსახლეობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმოკლეს ვადაში განხორციელდებას დაჰპირდა.
აქ გული განსხვავებულად ძგერს – პრემიერი
საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
2014 წელს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის დასკვნითი ეტაპი ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით წარიმართა. სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ 2014-2015 წლებში 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი კერძო საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ კი 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.