ინტერნეტის ახალი ვარსკვლავი მუდმივად გაოცებული კატა, კევინი გახდა. როგორც გამოცემა Daily Mail წერს, ცხოველს თავის ტვინში სითხის დაგროვების გამო განვითარების პრობლემები აქვს და ის ნაწილობრივ უსინათლო და სმენადაქვეითებულია.
როგორც კატის მეპატრონე იხსენებს, მიუსაფარი კევინი ავტოსადგომზე იპოვა. ვეტერინარები ერთი თვის ცხოველს ნახევარ წელზე მეტის სიცოცხლის გარანტიას ვერ იძლეოდნენ, თუმცა ის ცოტა ხნის წინ ოთხი წლის გახდა. კევინს „ინსტაგრამზე“ 11 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მის ახალ ფოტოებს ყოველთვის დიდი სიყვარულით ხვდებიან.



