ბრიტანელ მძღოლს, თუკი მუჰამედი ქვია, დაზღვევა 200- 900 ფუნტი სტერლინგით უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ტრადიციული, ევროპული სახელის მქონე მძღოლს. ფასების ზრდას მაცხოვრებლებმა უკვე უწოდეს „ჩვეულებრივი რასიზმი“, წერს The Sun.
გამოცემამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა და 60 სადაზღვევო კომპანიის ფასები შეადარა. გაირკვა, რომ ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები, ისეთები, როგორებიც არიან: Admiral, Bell და M&S, მაშინვე ზრდიდნენ პოლისის ღირებულებას, თუკი ავტომობილის მფლობელს მუჰამედი ერქვა.
მაგალითად, თუკი 2007 წლის Ford Focus-ის დაზღვევა სურს ადამიანს სახელად ჯონ სმიტს, 1333 ფუნტ სტერლინგს გადაიხდის, ხოლო თუკი იგივე ავტომობილის დასაზღვევად მუჰამედ სმიტი მივა, ის 2252 ფუნტ სტერლინგს გადაიხდის. კითხვაზე, შეიძლება თუ არა სახელების გამო ფასების დიფერენცირება, კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არაფერს არღვევენ.
ერთმა ავტომფლობელმა, მუჰამედ ბატმა განაცხადა, რომ სადაზვევო კომპანიამ თავდაპირველად სხვა თანხა უთხრა, რადგან ეგონა, რომ სულეიმანი ერქვა, მაგრამ როდესაც მან თქვა, რომ მუჰამედი ქვია, ფასი 166 ფუნტი სტერლინგით გაიზარდა.