თბილისში, მუხიანის დასახლებაში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.
“მუხიანში ე.წ. აგარაკებზე ცეცხლი ეკიდა საცხოვრებელ სახლს. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად დაშავებულა. ადგილზე სახანძრო ბრიგადის 3 ეკიპაჟი მუშაობდა”, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.
ამ დროისათვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.