მუხიანში სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვნეს და გადაარჩინეს. ინფორმაციას და ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა “ჩემპიონის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შეგახსენებთ, მუხიანის დასახლებაში, სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” გამთენიისას, დილის 5 საათისთვის ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონელის 50%-ზე მეტი. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს გარკვეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებული არავინ არ არის.
ვიდეო: მეტროსადგურ “ახმეტელის” მიმდებარედ “ჩემპიონის” ბაზრობა იწვის