LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

65
კახა კალაძე

“მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გავათავისუფლებთ”, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პანდემიის შედეგად ეკონომიკური სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა და მერიამ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები სწორედ ამის გამო შეიმუშავა:

“როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. შესაბამისად, ჩემს გუნდთან ერთად შევიმუშავე ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან.

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს.

იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, ჩვენ შევთავაზებთ ამ საიჯარო უფლების ორი წლით აღდგენას.

ამავე პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები: რესტორნები, სასტუმროები და სხვები, ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პროექტის სახით უკვე გაგზავნილია თბილისის საკრებულოში და იმედი მაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები