LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მურადა გიგის გასაცნობად მივიდა” – მზიურის ორი ბინადარი

480

“ახალი მზიურის” facebook გვერდზე გიგი ანთაძის და მისი წვენების ჯიხურის ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოზე შავი ძაღლიც ჩანს, რომელსაც მზიურში მურადას ეძახიან.

მურადა მზიურში ჩასახლებული ძაღლია. როგორც ჩანს, ის მზიურის ახალი ბინადარის გიგის და მისი ბიზნესის გასაცნობად მივიდა.

გიგი ანთაძე 15 წლის ბიჭია, რომელიც გარევაჭრობას ეწეოდა. იმის გამო, რომ თბილისში ეს საქმიანობა იკრძალება, ახალგაზრდას თბილისის მერია დაეხმარა და მზიურში ჯიხური გადასცა.

მართალია გიგიმ ხალხმრავალი ტერიტორიიდან წყნარ ადგილას გადაინაცვალა, მაგრამ ახლა ის კანონიერად აგრძელებს საქმიანობას.

ბიზნესის განვითარებაში კი სავარაუდოდ, ცნობადობა დაეხმარება, რომელიც “ფეისბუქზე” გავრცელებულმა პოსტმა, შემდეგ კი თბილისის მერის კახა კალაძის ყურადღებამ მოუტანა.

მურადა თბილისელი კოლორიტი ძაღლია, რომელსაც მზიურის გარეთ ცუცა ჰქვია. ბოლო პერიოდში მან ახალი მზიურის ტერიტორიაზე დაიდო ბინა და იქ საკუთარი ტერიტორიაც აქვს, როგორც გიგის.

მურადას ბევრი იცნობს. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება.

არც მას გასჭირვებია კახა კალაძის ყურადღების მიქცევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g