LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურმან დუმბაძე: „სირცხვილიამ“ მიკროფონი რომ მომცეს, ცოტა მეტად წინ წავდგამ ნაბიჯს

129
C3FC07C0-437F-4CE3-B67F-D5DD24C616ED_w1080_h608

„სირცხვილიამ“ მიკროფონი რომ მომცეს, ცოტა მეტად წინ წავდგამ ნაბიჯს,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან დუმბაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს:

„დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც გაწერილ გეგმას გვეტყვის, შეიძლება ეს გეგმა თვითონ მიტინგზე დაიბადოს უეცრად, ხვალ მიტინგი ჩატარდეს და იმ საღამოს ხელისუფლება გადადგეს. სამეული: მოქალაქეების აქტიურობა, დასავლეთი, უკრაინაში მიმდინარე ვითარება, – სწრაფად მოიგებს უკრაინა, სწრაფად დასრულდება „ქართული ოცნება“. ეს გლობალური პროცესია, მხოლოდ რუსთაველის ქუჩის პროცესი არა.

ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მივდივართ რუსთაველზე. რადგან ბიძინა ივანიშვილს, გინდა თუ არა, ამ მიტინგით უნდა გაგდება, ეს დღეც გაუთენდება. ძალიან ვწუხვარ, რომ გინდა თუ არ გინდა, [ივანიშვილს] პანღური მოუწიოს. უფრო ძლიერი პრესინგი, მეტი აქციები. არ უნდა დავიღალოთ. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მე დამღლის, ვერ დამღლის.

„სირცხვილიამ“ მიკროფონი რომ მომცეს, ცოტა მეტად წინ წავდგამ ნაბიჯს. საერთოდ, საქართველოს პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ უნდა იყოს, უნდა დატოვოს პარლამენტი. უფრო მეტიც, საკრებულოებსაც დავტოვებდი. არ შეიძლება ამ ხალხთან თანამშრომლობა და თამაში“, – აღნიშნა დუმბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g