მარიამ გულედანმა ბაბუისგან, მურთაზ გულედანისგან ინტერვიუ აიღო. აჩიკო გულედანის მამა შვილიშვილის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა…
მურთაზ გულედანი:
„მარიამის დაბადება ჩემთვის დიდი ზეიმი იყო. სახელი წინასწარ ვიცოდით. მესამე შვილიშვილი იყავი, ბალიშში ეტეოდი, ისეთი პატარა იყავი. ბავშვობაში იყავი აბსოლუტურად განსხვავებული, კეთილი, მოყვარული და თბილი, ახლა რადიკალურად შეცვლილი ხარ. ეს მოიტანა თანამედროვე ცხოვრებამ, ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი იცით, მეტი თავისუფლება გაქვთ. ერთი ისაა, რომ ზღვარი გაქვთ დაკარგული და მათ შორის შენც, თავნებობასა და თავისუფლებას შორის, ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა. სულ ყოველთვის გეუბნებოდი ამას…“