“ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირებით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ” – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტების მიერ დასულ კითხვაზე, მუშაობენ თუ არა ლუგარის ცენტრში კორონავირუსის ვაქცინაზე.
“ვაქცინის შექმნას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვილარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ცდები. ჩვენთან არის ვილარიუმი, რომელიც გათვლილია ძალიან მცირე ზომის ცხოველებზე, მაგალითად, ვირთხებზე, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე ჩვენ სამწუხაროდ ვაქცინებზე ვერ ვმუშაობთ.
ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, გიორგი ბაბუაძე, რომელიც ამჟამად კანადაში მუშაობს, არის ვაქცინების შექმნებზე მომუშავე ჯგუფში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – აღნიშნა იმნაძემ.
“ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება შევარდნაძის დროს დაიწყო, სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია” – პაატა იმნაძე