აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წინ მუსიკა ფილმიდან “ფესვები” შეასრულეს. ამაღელველებელ კადრებს, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, არაერთი გამოხმაურება მოყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ამ ფორმით გამოხატული ახალგაზრდების პროტესტი ქვეყანას გადაარჩენს.
სპეცრაზმმა პარლამენტის წინ ტერიტორია გაათავისუფლა და სამანქანო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ძალადობრივი გზით, მიწოლით გაათავისუფლეს გზა.