„მუსტანგი“ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. Ford Mustang-მა რეკორდი საბურავების მიერ დატოვებული ყველაზე დიდი კვალის გამო დაამყარა. ორმა Ford mustang-მა მკერდის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო აქციაში მიიღო მონაწილეობა და საბურავებით საქველმოქმედო ორგანიზაციის ნიშანი – „ვარდისფერი ლენტი“ დახატა. სიმბოლოს ფართობმა სულ 883.98 კვადრატული მეტრი შეადგინა. დრიფტერებს ახალი რეკორდის დასამყარებლად 45 წუთი დასჭირდათ. ხოლო, თუ რამდენი ცდა გახდა საჭირო ლენტის დასახატად, ამას მრბოლელები არ აკონკრეტებენ.