თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „მწვანე პასპორტი“ არის არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმი, როდესაც მოსახლეობას ახალისებ და უბიძგებ აცრისკენ. მისივე განმარტებით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ინერტულობის გამო არ მიდიოდა ასაცრელად, წავა და აიცრება.
„მწვანე პასპორტი“ არის არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმი, როდესაც მოსახლეობას ახალისებ და უბიძგებ აცრისკენ. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ინერტულობის გამო არ მიდიოდა ასაცრელად, წავა და აიცრება. „მწვანე პასპორტი“ ამ მხრივ შეასრულებს თავის დადებით როლს. ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა
